„ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.144.016180
46
23/10/2014
ვებგვერდი, 29/10/2014
210020020.35.144.016180
„ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №46

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის ,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-4 მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება  ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 10/01/2012; 210020020.35.144.016073). დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მუხლი 11.

1. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისგან.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს ქარელის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით  პირველ პუნქტში მითითებული სუბექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღვათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი