„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 598
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018218
598
23/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
470230000.10.003.018218
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №598

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტომობილების (4 ერთეული), სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ,“ „თ“, „ი“, „კ“, „მ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­ლისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს  „სახელმწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს  28 703.8 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი #2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

9,131.8

2

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპ­როექტო/საავტორო ზედამხედველობა

214.7

3

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა

11,000.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

42.9

5

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

110.0

6

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;

400.0

7

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

4,000.0

8

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ვანი, დედოფლისწყარო, ლენტეხი, ხარაგაული, ლანჩხუთი) სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურით

73.5

9

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მეჯვრისხევის ამბულატორიის შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

10.3

10

ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

624.9

11

ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია-დასრულების სამუშაოების შესყიდვა

102.1

12

საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის აღჭურვა სხვადასხვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით

324.3

13

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (გეოლოგიური კვლევისა და საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით) შესყიდვა

30.0

14

დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის სამშენებლო სამუშოების შესყიდვა

110.0

15

ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დღგ-ის თანხის გადახდა

220.8

16

ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის ელექტროენერგიის გადასახადის თანხის გადახდა

0.8

17

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტომობილების (4 ერთეული), სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა.

2,307.7

 

სულ:

28,703.8.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი