დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.108.016193 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2014 - 20/11/2014)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1). |
2.
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. |
| მუხლი 2 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირებისა - მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა. |
| მუხლი 3 |
1. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
2. გამგებლის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 3. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი. 4. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები