აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016113
48
23/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
010340000.32.061.016113
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №48

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                  ვახტანგ ყოლბაია

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიკტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.

მუხლი 2

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია  შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  ეკონომიკური განათლება;

ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

გ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“;

თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვების ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“;

კ) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №1 განკარგულება „შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების ნებართვის მიცემის შესახებ“;

ლ)  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 განკარგულება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ანდა გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“;

მ)  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება „სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადების და საკონკურსო დოკუმენტაციის  გამოქვეყნების საფასურის  ოდენობებისა და გადახდის წესის შესახებ;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მუხლი 3

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს საქმისწარმოების და კადრების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

გ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

1.2 საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II,III და IV თავები);

ვ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ  საქართველოს კანონი;

ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

თ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ".