დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016289 |
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი „მხარეებად“,
ხელმძღვანელობენ რა საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 13 აპრილის შეთანხმებით (შემდგომში- შეთანხმება),
სურთ რა შეიტანონ ცვლილება შეთანხმებაში ორივე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიანტების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
შეთანხმების პროექტის 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მხარეები გაცვლიან სტიპენდიანტებს (მათ შორის, სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს) და სტაჟიორებს). მეორე მხარის უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული მხრიდან 20 კაცს ყოველწლიურად.
მუხლი 2
აღნიშნული ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს შეთანხმების მოქმედების ამოწურვამდე.
შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2014 წლის 10 ოქტომბერს, ორ დედნად, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები