,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016095
25
24/10/2014
ვებგვერდი, 30/10/2014
270070000.35.102.016095
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013;  270.070.000.35.102.016.069) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.

   2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად“.

  3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ/მოსწავლეების სწავლის საფასურის თანადაფინანსება  

1. პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტ/მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით წელიწადში.

2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტ/მოსწავლემმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;

 ე) პროფესიული საგანმანათლებლო, სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა სწავლის საფასურის დავალიანებისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 205 მუხლი :

,,მუხლი 205. ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლების გადასახური სამშენებლო მასალის  შეძენა და გადაცემა.

2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე, რომელის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

  3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

 ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

 ბ) გამცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

  გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 4. სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მიუხედავად, მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები“.

5.   დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 206-ე მუხლი:

,,მუხლი 206.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით წელიწადში.

2. თანადაფინანსების მისაღებად ბაკალავრიატის სტუდენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლების შესახებ;

 ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში, ცნობა დავალიანების შესახებ – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი