დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.116.016215 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2014 - 29/10/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73 ბრძანების საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N 1-ის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი N 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს საჯარო მოსამსახურის თანამდებობათა დასაკავებლად. |
| მუხლი 4 |
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის N10 დადგენილება (www.matsne.gov.ge 30/01/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.116.016105) |
|
დანართი N1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს: |
1. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისა მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. |
მუხლი 2.
გამგებლის თანაშემწე |
გამგებლის თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა. დ) სასურველი უნარჩვევები: დ.ა) ლიდერობა დ.ბ) კრიატიულობა დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
|
მუხლი 3.
განყოფილების უფროსი |
1. განყოფილების უფროსს გარდა იურიდიული განყოფილების უფროსისა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. დ) სასურველი უნარჩვევები: დ.ა) ლიდერობა დ.ბ) კრიატიულობა დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი |
მუხლი 4.
იურიდიული განყოფილების უფროსი |
იურიდიული განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) და სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ე) სასურველი უნარჩვევები: ე.ა) ლიდერობა ე.ბ) კრიატიულობა ე.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი |
მუხლი 5.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს გარდა მთავარი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა |
მუხლი 7.
გამგებლის წარმომადგენელი |
1. გამგებლის წარმომადგენელისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, სავალდებულოა:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება; გ) სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word,) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 8.
სამსახურის წამყვანი სპეციალისტი |
1. სამსახურის წამყვანის პეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 9.
სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
1. . სამსახურის უფროსი სპეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 10.
სამსახურის სპეციალისტი |
1. სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
დანართი №2
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეებს: |
1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის) ცოდნა; გ) ცაგერის საკრებულოს აპარატის დებულება |
მუხლი 2.
საკრებულოს აპარატის უფროსი |
საკრებულოს აპარატის უფროსი ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა. დ) სასურველი უნარჩვევები: დ.ა) ლიდერობა დ.ბ) კრიატიულობა დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი |
მუხლი 3.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე |
საკრებულოს თანაშემწეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე დონეზე ცოდნა. დ) სასურველი უნარჩვევები: დ.ა) ლიდერობა დ.ბ) კრიატიულობა დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი |
მუხლი 4.
განყოფილების უფროსი |
1. განყოფილების უფროსს დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. დ) სასურველი უნარჩვევები: დ.ა) ლიდერობა დ.ბ) კრიატიულობა დ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი |
მუხლი 5.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი |
1. აპარატის მთავარ სპეციალისტს გარდა მთავარი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა |
მუხლი 7.
საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი |
1. აპარატის წამყვანი სპეციალისტისათვის, გარდა წამყვანი სპეციალისტისა იურიდიულ საკითხებში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 8.
აპარატის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: |
ა) იურიდიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა |
მუხლი 9.
აპარატის უფროსი სპეციალისტი |
1. აპარატის უფროსი სპეციალისტისათვის ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება. სასურველია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 10.
აპარატის სპეციალისტი |
1. აპარატის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word)სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები