„ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის N76 დადგენილებaში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.143.016293
64
22/10/2014
ვებგვერდი, 28/10/2014
210020010.35.143.016293
„ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის N76 დადგენილებaში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-4 მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №76 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში“ შევიდეს ცვლილება: მე-3 მუხლს დაემატოს მე-9, მე-10, მე-11 პუნქტები და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

9. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ  წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

10. მეცხრე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის  გაცემის მიზნით მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროქტებზე.

11. მეცხრე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი  მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე