„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016876
141/ნ
24/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
480180000.22.022.016876
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №141/ნ

2014 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016722) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. სსიპ -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  დირექტორი:

21.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

21.2. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) განათლების სფეროში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ცოდნა;

დ) უცხო ენის  (ინგლისური) კარგად ცოდნა;

ე) ხელმძღვანელ ან ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და/ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით.

ზ) კონკურსში მონაწილე კანდიდატმა უნდა იცოდეს:

ზ.ა) საქართველოს განათლების სისტემის მართვის მოდელი;

ზ.ბ) განათლების სისტემის დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების ბაზისები;

ზ.გ) ხარისხის მართვის კონცეფცია საბაზისო დონეზე.

თ) კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა შეეძლოს:

თ.ა) ლიდერობა და ადამიანთა მოტივირება;

თ.ბ) ორგანიზება და პრობლემების გადაჭრა;

თ.გ) დროის ეფექტური მართვა და სწორი დელეგირება;

თ.დ) ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია;

თ.ე) პოლიტიკის დოკუმენტებთან მუშაობა;

თ.ვ) მონაცემებზე დაფუძნებით ანალიზის გაკეთება.

21.3. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714/ნ ბრძანება;

ლ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე