„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016235
31
22/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
010250020.35.160.016235
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის  8 აგვისტოს #9 დადგენილების  (სსმ 12/08/2014  010250020.35.160.016219 ) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „დ.ნ“ და „დ.ო“  ქვეპუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ნ) ახორციელებს პირობით აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.

„დ.ო) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების რეგისტრაციასა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე მიმართვას შესაბამის ორგანოებში ან თავისი ბრძანებით ახდენს აღნიშნული უფლებამოსილების უშუალო განმხორციელებლის და მისი დავალების განსაზღვრას,“.

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მერიის  სტრუქტურული ერთეულებია:

ა)   მერიის ადმინისტრაცია;

ბ)   ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური;

გ)   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ)  შიდა აუდიტის სამსახური;

ე)   საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური;

ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ზ) ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

თ) ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის   განვითარების სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ)   სახანძრო დაცვის სამსახური;“

გ)  მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება-წარდგენა.“

დ)  მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქალაქში მიმდინარე მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და კონტროლი, მოსახლეობის  მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ორგანიზებაზე კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე