„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016134
45
23/10/2014
ვებგვერდი, 29/10/2014
010250050.35.125.016134
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილების  (www. Matsne.gov.ge  07.08.2014 წ.)  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი12.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ვ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.“

მუხლი 2
შეტანილი იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილების (www.Matsne.gov.ge 07.08.2014 წ.) მე–13  მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოებისა და ადმიანური რესურსების, სამართლებრივი, საკადრო, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;

ვ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა, მათი შეფასება, რეკომენდაციების მიცემა, ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების უზრუნველყოფა, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა და გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება და მონიტორინგი;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

2.  გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი