დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016209 |
|
"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №45 დადგენილებით დამტკიცებული (ვებგვერდი, www. matsne.gov.ge , 30/09/2014, 010250020.35.119.016201) „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალეფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მეორე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 1.გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯმენტის, სამართალმცოდნეობისა და ჰუმანიტარული სპეციალიზაციით; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer); ვ) ასაკი - არანაკლებ 21 წელი. ზ) სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება ჟურნალისტიკის, ბეჭვდითი მედიის ან ტელევიზიის სფეროში. თ) სასურველი უნარჩვევები: თ.ა) ლიდერობა; თ.ბ) კრეატიულობა; თ.გ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; თ.დ) კომუნიკაციის უნარი; თ.ე) ორგანიზებულობა; თ.ვ) გუნდული მუშაობა; თ.ზ) შედეგზე ორიენტირებულება.
„ მუხლი 7“. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 1.გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კულტურის, ფსიქოლოგიის, ხელოვნების, სპორტის ან ჰუმანიტარული მეცნიერების სპეციალიზაციით; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების ცოდნა დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer); ე) ასაკი - არანაკლებ 21 წელი. ვ) სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება განათლების, კულტურის ან ხელოვნების სფეროში. ზ) სასურველი უნარჩვევები: თ.) კრეატიულობა; თ.ა) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; თ.ბ) კომუნიკაციის უნარი; თ.გ) ორგანიზებულობა; თ.დ) გუნდული მუშაობა; თ.ე) შედეგზე ორიენტირებულება. 2.გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კულტურის, ფსიქოლოგიის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერების სპეციალიზაციით; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების ცოდნა დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer); ე) ასაკი - არანაკლებ 21 წელი. ვ) სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება განათლების, კულტურის ან ხელოვნების სფეროში. ზ) სასურველი უნარჩვევები: თ.) კრეატიულობა; თ.ა) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; თ.ბ) კომუნიკაციის უნარი; თ.გ) ორგანიზებულობა; თ.დ) გუნდული მუშაობა; თ.ე) შედეგზე ორიენტირებულება.
1. გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ბიზნეს-ადმინისტრირების, საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან ჰუმანიტარული სპეციალიზაციით; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულების ცოდნა დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint; Internet Explorer); ე) ასაკი - არანაკლებ 21 წელი. ვ) სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა, მუშაობის გამოცდილება საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების სპეციალობის სფეროში. ზ) სასურველი უნარჩვევები: თ.) ლიდერობა; თ.ა) კრეატიულობა; თ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი თ.გ) კომუნიკაციის უნარი; თ.დ) ორგანიზებულობა; თ.ე) გუნდული მუშაობა; თ.ვ) შედეგზე ორიენტირებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები