ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016288
18/180
15/04/2014
ვებგვერდი, 29/10/2014
480610000.03.030.016288
ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა (შემდგომში „მხარეები“),

ითვალისწინებენ რა, 1992 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დებულებებს, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას,

განაგრძობენ რა სურვილს, განავითარონ არქივების სფეროში თანამშრომლობა ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

წინამდებარე ოქმის დებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოებია: საქართველოს მხრიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივი და თურქეთის მხრიდან, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის სახელმწიფო არქივის მთავარი დირექტორატი.

 

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ საკუთარ ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობას ურთიერთსარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე და თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მუხლი 3

თავიანთი საარქივო ბაზების გამდიდრების მიზნით, მხარეები ჩაატარებენ კვლევებს და გაცვლიან საარქივო ჩანაწერების ნიმუშებს (ასლებს) თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, სახელმძღვანელოებს, ინვენტარსა და საარქივო დოკუმენტების კვლევისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოცემულია საარქივო დოკუმენტებისთვის.  

 

 

მუხლი 4

მხარეები გაცვლიან საარქივო სფეროში მომუშავე ექსპერტებს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების, ასევე სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ცოდნის გაზიარების მიზნით.

 

 

მუხლი 5

მხარეები გაცვლიან პუბლიკაციებს არქივების შესახებ, ასევე მოაწყობენ სამეცნიერო შეკრებებსა და საარქივო გამოფენებს, რომლებსაც მხარეები შექმნილი საარქივო მასალის ნიმუშებით დაესწრებიან.

 

 

მუხლი 6

ამ ოქმის იმპლემენტაციის მიზნით, მხარეები გაცვლიან საკუთარ კონკრეტულ შემოთავაზებებს იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს მხარეთა მიერ განსზაღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

 

 

მუხლი 7

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ოქმის განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრულად მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.

 

 

მუხლი 8

წინამდებარე ოქმში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორც ეს ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ, ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

ოქმი ძალაში რჩება მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში და ექვემდებარება შემდგომ განახლებას ამავე ვადით, იქამდე სანამ ერთი ხელმომწერი მხარე მეორე მხარეს, ოქმის ვადის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, დიპლომატიური არხებით, არ გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოქმის შეწყვეტის შესახებ. ოქმის შეწყვეტა არ იქონიებს ზეგავლენას იმ პროექტებსა და საქმიანობებზე, რომლებიც შესრულების ფაზაში იმყოფებიან.

 

შესრულებულია 2014 წლის 15 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

 

 

________________________

 

 

 

თეონა იაშვილი

გენერალური დირექტორი

თურქეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

 

________________________

 

 

 

ასოც. პროფ. უგურ უნალი

გენერალური დირექტორი