საქართველოს ეკომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს დირექტორის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ეკომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს დირექტორის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/10/2014
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016066
03
23/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
300160070.55.067.016066
საქართველოს ეკომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს დირექტორის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №03

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილი №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №411 დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტი „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №004 ბრძანება ,,საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’.

ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებასთნ დაკავშირებით, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №18 ბრძანება ,,ტექნიკური რეგლამენტი ,,მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების’’ დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 იანვრიდან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე