დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016261 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №37 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 19.09.2014. 010250020.35.123.016247/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება: ა) საგანმანათლებლო ხარისხი – უმაღლესი განათლება, მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა; დ) სასურველი უნარ-ჩვევები: დ.ა) კრეატიულობა; დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; დ.გ) ორგანიზებულობა; დ.დ) გუნდური მუშაობა; დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა; ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებების უფროსებსა (გარდა აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსისა) და თანაშემწეებს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ: ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი; ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა; დ) სასურველი უნარ–ჩვევები: დ.ა) კრეატიულობა; დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; დ.გ) ორგანიზებულობა; დ.დ) გუნდური მუშაობა; დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა; ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებების მთავარ სპეციალისტს (გარდა აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტისა) მოეთხოვება: ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი; ბ) კერძო ან საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა; დ) სასურველი უნარ–ჩვევები: დ.ა) კრეატიულობა; დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; დ.გ) ორგანიზებულობა; დ.დ) გუნდური მუშაობა; დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა. 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს მოეთხოვება: ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი სამართლის მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა; დ) სასურველი უნარ-ჩვევები: დ.ა) კრეატიულობა; დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; დ.გ) ორგანიზებულობა; დ.დ) გუნდური მუშაობა; დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა; ე) სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული ან ფრანგული) ცოდნა. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება: ა) საგანმანათლებლო ხარისხი – ბაკალავრი სამართლის მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების /Microsoft Office Word, Microsoft Offce Excel, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint/ ცოდნა. დ) სასურველი უნარ-ჩვევები: დ.ა) კრეატიულობა; დ.ბ) პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; დ.გ) ორგანიზებულობა; დ.დ) გუნდური მუშაობა; დ.ე) შედეგზე ორიენტირებულობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 22 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები