„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016168
41
21/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
010250050.35.138.016168
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №25 დადგენილებით(ვებგვერდი:11/08/2014,სარეგისტრაციოკოდი:010250050.35.138016152)   დამტკიცებულ დანართში და   მე-4,  მე-6 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები

1. წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – აპარატის უფროსი;

2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

3. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი– მთავარი სპეციალისტი-საორგანიზაციო საკითხებში;

4.უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი კადრებისა და წერილების  საკითხებში;

6. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი  სპეციალისტი ეკონომიკურ საკითხებში;”

ბ)  „მუხლი 6 .მთავარი  სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში

მთავარი  სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:

. ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და მის მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

. ორგანიზაციას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

დ. ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

. ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ვ. აწარმოებს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

. უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

. საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

ზ.  ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

. ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

. ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს;“

გ)   „მუხლი 9.  მთავარი  სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:

.  უზრუნველყოფს გამართულ კომუნიკაციას  საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარისა მოქალაქეებთან, მასმედიის საშუალებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

.  მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე