დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.133.016135 |
|
,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
1.
,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი აჭარა N67, 22–23 ივნისი 2010 წელი; გვ:13,14) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის N20 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი“-ს პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა–ანგარიშგებას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მშენებლობის ნებართვა მსმ 000000 1. ნებართვის გაცემის თარიღი: ------------------------------------------------------------------------------------20 წ. 2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ---------------------------------------------------------------20 წ. 3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20 წლის ---------------------------------- -(ა)მდე 4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მშენებლობის ობიექტი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში) 7. შენობა-ნაგებობის კლასი:--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. ბრძანება: N ------ ----------- --------------------- 20 წელი 11. ნებართვის გამცემი პირი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ბ. ა. დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის N000000 . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები