ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.133.016132
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
20/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
010320040.35.133.016132
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2014 - 30/09/2015)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად თანდართული დანართისა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე



დანართი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ამ მოთხოვნებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეებს უწესდებათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. პირველი თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საკრებულოს ყველა მოხელეზე, ხოლო მეორე თავით დგინდება სპეციალური მოთხოვნები საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთათვის. პირველი თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ატესტანტის/კონკურსანტის გამოცდა მოხდება ტესტირების ფორმით, ხოლო მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით – გასაუბრების ფორმით. მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ყველა მოხელეს მოეთხოვება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა.


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა  და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის  №73/სა  ბრძანებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.

2. ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება.


თავი II
სპეციალური მოთხოვნები

მუხლი 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
1. უმაღლესი განათლება;

2. „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება;

3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

5. საკრებულოს აპარატის დებულება;

6. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი–იურისტი
 

1. უმაღლესი იურიდიული განათლება;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

4. საკრებულოს აპარატის დებულება;

5. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში
1. უმაღლესი განათლება;

2. „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

3. საკრებულოს აპარატის დებულება;

4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის  საკითხებში
 

1. უმაღლესი განათლება;

2. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

3. საკრებულოს აპარატის დებულება;

4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი ფინანსებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის  საკითხებში
 

1. უმაღლესი განათლება;

2. „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტა­რი­ზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივ­ლი­სის №605 ბრძანების ცოდნა;

3. საკრებულოს აპარატის დებულება;

4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი არქივის დამუშავება–სისტემატიზაციის საკითხებში
1. „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“;

3. საკრებულოს აპარატის დებულება;

4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel).


მუხლი 8. სხვა დებულებანი
 

1. მოხელეს არ მოეთხოვება ყველა იმ ნორმატიული აქტის ან ნაწილის ცოდნა, რომელიც ძალადაკარგული იქნება კონკურსის/ატესტაციის ჩატარების დროისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისას, კომისია უფლებამოსილია ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ჩაანაცვლოს მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით.

3. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.