დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.146.016080 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
26
20/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
010260020.35.146.016080
ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/10/2014 - 07/09/2015)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება; ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ.ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის -რწმუნებულის და განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი).
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქურთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №9 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები