დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016165 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყველა ტიპის სამედიცინო სერვისის დაფინასება, რომელიც არაა გათვალისწინებული ამ მუხლის 1, 2 და 3 პუნქტებით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა ერთჯერადად. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ. ა) მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე. ბ) წარსადგენი დოკუმენტები: ბ. ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე). ბ. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ბ. გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი. ბ. დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100). ბ. ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.” გ) ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურის და ქვითარის წარდგენის შემდეგ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები