„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2689-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 110030110.05.001.017516
2689-Iს
17/10/2014
ვებგვერდი, 27/10/2014
110030110.05.001.017516
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 292) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;

 ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 6 300 ლარი;

 გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 6 000 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2689-Iს