მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.163.016231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
21/10/2014
ვებგვერდი, 24/10/2014
210020000.35.163.016231
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2014 - 30/05/2017)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2014 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თელავი

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის    „დ.ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
მუხლი 2
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 1  კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა)  -  1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.       
მუხლი 4
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს თელავის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში.
მუხლი 5
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის

ინსტრუქცია


ეს ინსტრუქცია შემუშავებულია  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მშენებლობის  ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა - ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.

2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.       

მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირი.          

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.   

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა)  სახელმწიფოს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირები, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი  გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე.