დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №248 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.10.003.018215 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №248 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 190020060.10.003.017868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. 2012 და 2013 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012, 2013 წლების საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება, თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 17 250 (ჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.“. 2. 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-16-მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფინანსდებიან 197 750 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით: ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი; გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა 67 750 (სამოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები