დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016190 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №33 დადაგენილებაში (სსმ, 30/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათ. ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3,962.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,976.0ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,976.0 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 228,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 00) რაიონში შესაძლო მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გამჯობესება. სამმართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა.“ |
7.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საგანგებო სიტუაციების მართვა - 141.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით,საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.“ |
8.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 3,086.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუცია და მოვლე-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა დადაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები.“ |
9.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1,690.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.“ |
10.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები - 182.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაბის სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს დაბა თიანეთსა და დაბა სიონისგზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აგრეთვე იგეგმება ნაგვის ურნების შეძენა მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის.“ |
11.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შებობების რეაბილიტაცია - 95.9 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია.“ |
12.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) კეთილმოწყობის ღონისძიებები - 53.4 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის სამუშაოების ჩატარება.“ |
13.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.დ) მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა - 21.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელების მოწყობის სამუშაოების ჩატარება.“ |
14.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 538.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.“ |
15.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 35.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ). პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების კომუნალური ხარჯებისა და აგრეთვე საკათედრო ტაძრის მშენებლობის სუბსიდირება.“ |
16.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 188.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.“. |
17.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა - 137.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას.ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“ |
18.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 13.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების ოჯახებისათვის დახმარების გაწევა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი დახმარებები ახალშობილ ბავშვებზე. პირველ-მეორე ბავშვზე 100 ლარი, მესამე ბავშვზე 200 ლარი, მეოთხე და მომდევნო ბავშვზე 300 ლარი.“ |
19.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები - 72.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა.“. |
20.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები