დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/44 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016234 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის #24/36 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14042,5 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9350,2 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10250,2 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
„ |
6.
მე-13 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90,0 ათ. ლარის ოდენობით.“ |
7.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ბრძანების პროექტი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან შეთანხმებით წარედგინება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს.“ |
8.
მე-16 მუხლის მე-3, 31, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. 31. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო–სამაშველო სამსახური და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. 4. სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მუხლიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. 6. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურს კონკრეტულ შემთხვევებში პროგრამის შიგნით გადაანაწილოს და ცვლილებები შეიტანოს შესაბამისი ღონისძიებებიდან გამომდინარე. გარდა გადანაწილებისა და საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან თანხის ასახვის განხორციელებისას – თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 7. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურს განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, გარდა ა(ა)იპ დაფინანსების წესით განსაზღვრული შემთხვევებისა. 8. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურს განსაზღვროს, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, ა(ა)იპ-ის კონკრეტული დაფინანსების მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 11. ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების პროგრამის (პროგრამული კოდი 04 01) განსახორციელებელი თანადაფინანსების პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის მეშვეობით.“
|
9.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირებას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, მათ შორის სპეც. ტექნიკის შესყიდვას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების მოწყობას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, სატუმბო სადგურის ელ. ენერგიის წყაროსთან მიერთების სამუშაოებს, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, ეზოების კეთილმოწყობას (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირებას და სამუშაოებს, გამწვანების სამუშაოებს და სხვა.“
|
10.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 და 2.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძუკუ ლოლუას სახელობის ცენტრალური პარკისა და მრავალსართულიანი ს/სახლების ეზოების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, ეზოების კეთილმოწყობა (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება და სამუშაოები, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2014 წელს განხორციელდება საახალწლო ქალაქ გაფორმებისათვის ინვენტარისა და სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებისა და რადიო–საათის მოვლა–პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძ. ლოლუას სახელობის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, ეზოების კეთილმოწყობა (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება და სამუშაოები, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება.“ |
11.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.1, 5.2.2, 5.2.3, 5.3.1 და 5.3.3.5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„5.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს დაზღვევის გარეშე დარჩენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს. პროგრამის მართვა: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში. განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორჯერ. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გაიცემა ვაუჩერი, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს. პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 1571 ადამიანი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით. აღნიშნული განცხადებები განხილულ იქნება კომისიური წესით და მომზადდება შესაბამისი დასკვნები. მედიკამენტები განმცხადებელზე გაიცემა პროგრამაში მონაწილე აფთიაქიდან. პროგრამის მომსახურე აფთიაქიდან ანგარიშის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში მოხდება ყოველთვიურად, სადაც შემოწმდება ანგარიშები და მიეცემა ვიზა დაფინანსებისათვის. აღნიშნული პროგრამით დახმარება შესაძლებელია განმცხადებელს გაეწიოს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. 5.2.3 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 02 03) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების პროგრამის მიზანია, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის მართვა:
პაციენტი ან/და მეურვე განცხადებით მიმართვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა #100, ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში და მიმართვა ეგზავნება შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ტრანსპორტირება ქალაქგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მონეტარული ფორმით (თვეში ერთჯერადად გასაცემლის სახით), კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 200 ლარისა. 5.3.1 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება უმწეო, მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება, აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 300 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა:
აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეურვემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებელი სასახლის დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით). 5.3.3.5 უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03 03 06) პროგრამა გულისხმობს უსინათლო პენსიონერთათვის ყოველთვიურად 20 ლარიან შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად. პროგრამის მართვა:
უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურემელი მოწმობის ასლი და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 20 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე. თანხის გაცემა იწარმოებს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ბენეფიციართა სია არანაკლებ წელიწადში ორჯერ უნდა იქნას წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.“ |
12.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 3 ოქტომბრის #653 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: – შემცირდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ „შრომის ანაზღაურების“ ხარჯი 29,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდოს „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ხარჯი. |
| მუხლი 3 |
1.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 17 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა პირველი მუხლის მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტებისა. |
3.
დადგენილების პირველი მუხლის მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები