დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1859 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017853 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1859
2014 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №119 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
„დანართი
„1. 2014 წლის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობები
IMTM თელ-ავივი, ისრაელი 11-12 თებერვალი
BALTTOUR რიგა, ლატვია 7-9 თებერვალი
BIT მილანი, იტალია 13-15 თებერავლი
TOUREST ტალინი, ესტონეთი 14-16 თებერვალი
ITB ბერლინი, გერმანია 5-9 მარტი
UITT კიევი, უკრაინა 26-28 მარტი
AITF ბაქო, აზერბაიჯანი 3-5 აპრილი
COTTM პეკინი, ჩინეთი 9-11 აპრილი
KITF ალმა-ატა, ყაზახეთი 23-25 აპრილი
ATM დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 5-8 მაისი
IMEX ფრანკფურტი, გერმანია 20-22 მაისი
KOTFA სეული, სამხრეთ კორეა 29 მაისი - 1 ივნისი
JATA ტოკიო, იაპონია 25-28 სექტემბერი
POZNAN International Travel Fair პოზნანი, პოლონეთი 23-25 ოქტომბერი
WTM ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 3-6 ნოემბერი
EIBTM ბარსელონა, ესპანეთი 18-20 ნოემბერი.“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები