შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017845
  • Word
1851
09/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
000000000.00.003.017845
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1851

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) წინაშე დაისვა საკითხი სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასლის ქ.#75) და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) მიერ, მომზადებასთან დაკავშირებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრა­ციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასლის ქ.#75) და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორ­ციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 60 000 (სამოცი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

     5. კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

     6. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, კომპანიამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

 

 პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი