დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1849 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017843 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1849
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №1007 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 46-ე პუნქტის მოთხოვნათა შეუფერხებლად შესრულებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისრაელის სახელმწიფოს 130 ცალი სახელმწიფო დროშის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3920 (სამი ათას ცხრაას ოცი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები