დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1845 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017839 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1845
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ სეისმური და სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 5 ფართოსპექტრიანი სენსორის აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი ანგარიშსწორებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები