საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და Bloomberg Finance L.P.-ს შორის გასაფორმებელი „ბლუმბერგის“ ხელშეკრულების“ პროექტის მოწონების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017834
  • Word
1840
09/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
000000000.00.003.017834
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და Bloomberg Finance L.P.-ს შორის გასაფორმებელი „ბლუმბერგის“ ხელშეკრულების“ პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1840

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და Bloomberg Finance L.P.-ს შორის გასაფორმებელი „ბლუმბერგის“ ხელშეკრულების“ პროექტის მოწონების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაკროეკონომიკური განვითარების ტენდეციების ანალიტიკისა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ბლუმბერგის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და Bloomberg Finance L.P.-ს შორის გასაფორმებელი „ბლუმბერგის“ ხელშეკრულების“ პროექტი.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი