დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1836 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017830 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1836
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისშ ესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №211324468) იჯარის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, გადასცეს ქალაქ თბილისში, გელოვანისქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ანტრესოლის სართული, ფართით – 1024.64 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – № 01.10.11.002.004.01.500).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები