დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1835 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017829 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1835
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა“ და შპს „ტავ ურბან საქართველოს“ შორის 2005 წლის 6 სექტემბერს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და გადაცემის შესახებ“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გადამუშავების მიზნით შედგენილი ახალი ხელშეკრულების პირობების საბოლოო დახვეწისა და გაფორმების, მისი გაფორმების პროცესში საჭირო მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის, ამ პროცესებში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აუდიტის შედეგების სრულყოფილად გამოყენების და ასევე, ხელშეკრულების გაფორმებისა და IATA-ს მიმდინარე საკონსულტაციო მომსახურების კოორდინაციის მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს შპს „Dechert Georgia“-სგან (ს/კ 404423147) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები