საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1834
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017828
  • Word
1834
09/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
000000000.00.003.017828
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1834

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „ქართუ ბანკის“ მიერ, ამავე პროგრამის ფარგლებში, შპს „ტისუპეიპერისათვის“ (ს/კ №406125893) დამტკიცებული 3 260 000 (სამი მილიონ ორას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებების შესრულების პირობით.

2. სს „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი