დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - წალასყური 2009-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1832 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017826 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1832
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – წალასყური 2009-ის საქმიანობისხელშესაწყობად რიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – წალასყური 2009 (ს/კ №226579814) გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები