დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1830 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017824 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1830
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - №236035517) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ, გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები