დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „GG-B-UAC A05 ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, თავდაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1829 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017823 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1829
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„GG-B-UAC A05 ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, თავდაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
1. ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-UAC A05 ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, თავდაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული აღჭურვილობისა და მომსახურების მიღება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები