შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1827
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017821
  • Word
1827
09/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
000000000.00.003.017821
შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1827

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

შპს „სტუდია-99“-ის მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

   „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სტუდია-99“-ის მიერ ფრანგულ-ქართული მხატვრული ფილმის, „ზამთრის სიმღერის“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „სტუდია-99“-ისათვის სათანადო დახმარების გაწევა და 5 (ხუთი) დღის ვადით, 1 (ერთი) ლარის სანაცვლოდ, დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

დანართი

 

1. ტანკი T-72 – 2 ერთეული;

2. ბტრ - 80 (ჯავშანტრანსპორტიორი)– 5 ერთეული; 

3. საარტილერიო ქვემეხი – 3 ერთეული;

4. ავტომანქანა ტენტიანი „კრაზი“ – 2 ერთეული;

5. გამწე „ურაგანი“–1 ერთეული;

6. ავტომანქანა „კრაზი“ (პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისათვის) – 5 ერთეული;

7. ავტომანქანა „კრაზი“ (პ/შ კვების ტრანსპორტირებისათვის) – 1 ერთეული;

8. საპატრულო ავტომანქანა (ტექნიკის გაცილებისათვის) – 2 ერთეული;

9. ავტომანქანა „კრაზი“– 1 ერთეული;

10. სნაიპერის შაშხანა (CVD) – 5 ცალი;

11. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (RPG-7B) – 10 ერთეული;

12. ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი (ბაზუკა)– 10 ერთეული;

13. ავტომატის ფუჭი ვაზნები (7.62 MM) – 150 ცალი;

14. ხელის ფუჭი ყუმბარა (სასწავლო)– 10 ერთეული;

15. პისტოლეტი „პმ“– 2 ერთეული;

16. პისტოლეტი (სასიგნალო)– 2 ერთეული;

17. გასროლა (სასიგნალო) 26 მმ. – 10 ცალი;

18. ზურგჩანთა – 40 ცალი;

19. ფორმა კომუფლირებული (ფორმა, მ/ყ ფეხსაცმელი, მაისური) - 43 წყვილი;

20. 10-კაციანი კარავი – 1 ერთეული;

21. ასეულის ზომის ქვედანაყოფი – 140 კაცი.