დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016186 |
|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი, 17/07/2014 წელი სარეგისტრაციო კოდი №010250020.35.158.016161) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება: |
| მუხლი 1 |
დებულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „კ)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) შიდა აუდიტის სამსახური;“. |
| მუხლი 2 |
დებულების მე-13 მუხლის პირველ პუნქტი შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სამსახურების საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების მართვა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ორგანოებში ახალი ელექტრონული კომპიუტეტული პროგრამების დანეგვა და ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლა; მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.“. |
| მუხლი 3 |
დებულების მე-13 მუხლს დაემატოს მეათე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა; შიდა აუდიტის ჩატარება; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები