,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016169
57
16/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
010260020.35.167.016169
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2014 წლის 16 ოქტომბერი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

 


მუხლი 1.   შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის  №20 დადგენილებაში.

მუხლი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (შემდგომში გამგეობის დებულება) განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გამგეობის დებულების  31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.“

2. გამგეობის დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება,შინაგანაწესი, სტრუქტურული  ერთეულის მისამართი).“

  3.   გამგეობის დებულების 41-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება

ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მიღებულ იქნას საკრებულოს შემდეგი დადგენილებები:

ა) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების  დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელი;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია;

დ) გამგეობის შინაგანაწესი;

ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება;

ვ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი;

ზ)დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ.“.

4. გამგეობის დებულებიდან ამოღებულ იქნეს 41-ე  მუხლი

,,მუხლი 41. გამგეობის რეორგანიზაცია.“.


მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე