დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018211 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2014, 040030000.10.003.017721) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სახაზინო კოდი, სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვა), ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“. 2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გორგასალის ქუჩა №75.“. 3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. დაწესდეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 17 ოქტომბერს.“. 4. მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი; დ) ლოგისტიკის დეპარტამენტი; ე) სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი; ვ) მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტი; ზ) რეგიონალური დეპარტამენტი. 2. სამსახურის ტერიტორიული ერთეულებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; დ) გურიის სამმართველო; ე) იმერეთის სამმართველო; ვ) შიდა ქართლის სამმართველო; ზ) ქვემო ქართლის სამმართველო; თ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო; ი) კახეთის სამმართველო; კ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; ლ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო.“. 7. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „ე) საკადრო რესურსების მართვა და განვითარება, სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვა და დოკუმენტების მომზადება; ვ) საარქივო საქმისწარმოება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად; ზ) საქმეების, წიგნების, ჟურნალების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვა და დადგენილი წესით შენახვა; თ) სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღება-ჩაბარების აქტით კოდმინიჭებული, შტამპით დამოწმებული ვეტერანთა ანკეტებისა და თანდართული საბუთების მიღება, შტამპით დამოწმება და სათანადო წესით შენახვა; ი) სამსახურის სისტემის ეკონომიკური, ფინანსური, სამეურნეო საქმიანობის, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა, სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; კ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ლ) სამსახურის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ერთეულების ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“. 8. მე-9 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება; ე) სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და კავშირების კოორდინაცია და განვითარება; ვ) საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება; ზ) საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დაწესებულებებთან, ვეტერანთა საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა და მათი რეკომენდაციების საქართველოში დამკვიდრების მიზნით, ინფორმაციის შეგროვება; თ) საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა და მათი გაფორმების ორგანიზება; ი) სამსახურში შემოსული უცხოენოვანი კორესპონდენციის ქართულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება; კ) დირექტორის, მოადგილეების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციოელება; მ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამსახურის მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინების უზრუნველყოფა; ნ) უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა; ო) სამსახურის წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანის უზრუნველყოფა; პ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, სამსახურის საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა.“. 9. მე-9 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 10. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამსახურის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ბ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დირექტორისათვის წარდგენა; გ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსოსამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება; დ) დირექტორის დავალების საფუძველზე კონკრეტულ საკითხთა შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.“. 11. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რეგიონალური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) შესაბამის ტერიტორიაზე სამსახურის მიერ ვეტერანთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ადგილზე განხორცილების უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების უკეთ განხორციელების მიზნით, თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) სამსახურის ტერიტორიული ერთეულების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების ორგანიზება და კონტროლის განხორციელება, მეთოდური ხელმძღვანელობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები