„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.018210
590
17/10/2014
ვებგვერდი, 17/10/2014
290160000.10.003.018210
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №590

2014 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009  წლის 9 დეკემბრის  №218 დადგენილებაში  (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და   დადგენილებით  დამტკიცებული #3 დანართის („სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  კომისიის თავმჯდომარე;

ზაზა სოფრომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ირაკლი გვარამაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ბურჭულაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ილია ბეგიაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან რაზმაძე - სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

ლაშა ნიკოლაძე - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

რევაზ მაჭარაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი