მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულაბაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულაბაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016164
32
16/10/2014
ვებგვერდი, 22/10/2014
010250050.35.159.016164
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულაბაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2014 წლის 16 ოქტომბერი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულაბაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გ.ბ) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (გამ.თარ: 010250050.35.159.016150; 18.07.2014).
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“

2. დაემატოს 19¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19¹.  საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრტივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი.

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.
ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“
გ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოსობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი