დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.154.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/10/2014 - 13/01/2015)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად; |
2.
ამ დადგენილებით დამტკიცებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობების დასაკავებლად; |
3.
ატესტაციისას მოხელეთა, ხოლო კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან; |
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის და მოიცავს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნას, მათ შორის: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; |
გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; |
დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები