„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016191
56
15/10/2014
ვებგვერდი, 20/10/2014
010260020.35.108.016191
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 15 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში (ვებ გვერდი: 01/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-13  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის  წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის  წარმომადგენელი:

ა)  გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ)  გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და  სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ)  გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა  და ნუმერაციის შესახებ;

ზ)  გამგებლის დავალებით  ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, შტამპი   და  ბლანკი სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი  ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის გამოყენებაზე  უფლებამოსილია გამგებლის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი გამოიყენება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ  ცნობებზე.

8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს  დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის   ადგილი.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი