დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის № 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 16/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 400020010.16.009.016101 |
|
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით (სსმ, III, 01.12.2008 წ., №170, მუხ. 1748) დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე–5 მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს, რომელსაც არ მიეწოდება სასმელი წყალი ამ წესების შესაბამისად, უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები