აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 15/10/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016186
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
15/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
010320040.32.057.016186
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2014 - 23/03/2016)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №33

2014 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე



დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი);

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოც­დი­ლება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამო­სილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტკი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპ­რი­ლის №42 დადგენილება.


მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორი­სო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა;

გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოც­დი­ლება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტკი­­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპ­რი­ლის №42 დადგენილება.


მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვა­კან­ტუ­რი თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა;

გ) მედიასა ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ІІІ თავი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.


მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატე­გიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდე­ბობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა;

გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოც­დი­ლება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამო­სი­ლებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.