დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016131 |
|
„მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №48 დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. 1. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებადართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებებისაგან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. 3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები