„იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“

  • Word
„იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.656
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
31/01/2007
სსმ, 17, 06/02/2007
040.030.000.10.003.000.656
„იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2007 - 28/03/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2007 წლის 31 იანვარი

 ქ. თბილისი

იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა

1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად განისაზღვროს იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანდართული ნუსხა, რომელთა ბიუჯეტებს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. დანართით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტები სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმების შესაბამისად.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხა

 

დასახელება

1

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

2

საფინანსო სააგენტო

3

საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია

4

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

5

საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური

6

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

7

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

8

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

9

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური

10

ფონდი ,,ირმის ნახტომი“

11

ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი“

12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

13

მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი

14

საზოგადოებრივი მაუწყებელი

15

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

16

საქართველოს ეროვნული არქივი

17

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

18

სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

19

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი

20

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

21

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო

22

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

23

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო

24

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

25

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი

26

საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ

27

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო

28

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახური

29

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური

30

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი

31

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი

32

სივრცული ინფორმაციის ცენტრი

33

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

34

ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

35

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

36

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი

37

საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი რგოლი

38

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრი

39

ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი

40

ენერგოგენერაცია

41

მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო

42

ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი

43

ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაცია

44

საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი

45

ფონდი ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“

46

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი

47

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

48

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

49

ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

50

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური