დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.148.016229 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250040.35.148.016198) დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის. 2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება: ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) შეხვედრის თემატიკა.; გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი). |
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრებმა (გარდა თანამდებობის პირებისა) 2014 წლის 20 ოქტომბრამდე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 2014 წლის 25 ოქტომბრამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დოკუნენტაცია აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დასადასტურებლად. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები