დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2544 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.05.001.002.124 |
საქართველოს კანონი
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება;“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაატაროს ფინანსური ექსპერტიზა;“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ეთხოვოს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2544-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები